ქართული თხილის ექსპორტი 55%-ით შემცირდა – მიზეზები

2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან $105 990-ის ღირებულების 57.32 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა.
საქსტატის მონაცემებით, ამ ორი თვის მანძილზე, თხილის (ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაუცლელი, ტყის კაკალი ანუ თხილი Corylus spp.) 76.8% (44.00 ტონა) უზბეკეთში გავიდა; 17.45% (10 ტონა) ისრაელში, ხოლო 5.75% (3.32 ტონა) სომხეთში.
უზბეკეთი- 66 000 დოლარის ღირებულების 44.00 ტონა (1კგ- 4.02 ლარი)
– 35 000 დოლარის ღირებულების 10.00 ტონა (1კგ- 9.37 ლარი)
სომხეთი- 4 990 დოლარის ღირებულების 3.32 ტონა (1კგ- 4.03 ლარი)
რაც შეეხება ბოლო სამი წლის მონაცემებს, ქართული თხილის ექსპორტი 55%-ითაა შემცირებული.
2021-2023 წლების მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
2021
ექსპორტირებულია $20 256 940-ის ღირებულების 7 425.34 ტონა თხილი (1კგ- 7.29ლარი)
2022
ექსპორტირებულია $16 191 330-ის ღირებულების 5 800.33 ტონა თხილი (1კგ- 7.48 ლარი)
2023
ექსპორტირებულია $9 113 670-ის ღირებულების 3 306.38 ტონა თხილი (1კგ- 7.38 ლარი)
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, თორნიკე ლათათიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, განაცხადა რომ თხილის კულტურა მასშტაბით 10-ჯერ აღემატება ნუშსა და კაკალს. ქვეყანამ დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო თხილის ნაწილში და ბოლო 3-4 წელია ცდილობს ამის გამოსწორებას.
„თხილი ისტორიული კულტურაა, რომელიც მასშტაბით 10-ჯერ აღემატება ნუშს და კაკალს. საუბარია დაახლოებით 41 000 ჰა-ზე. აქედან დაახლოებით 70% მცირე ფერმერებზე და საოჯახო მეურნეობებზე მოდის.
თხილთან მიმართებით, ხარისხობრივ ნაწილში, დიდი რეპუტაციული ზიანი გვაქვს მიყენებული. ხშირ შემთხვევაში ეს განპირობებული იყო იმით, რომ ბევრი ფერმერისგან ხდებოდა პროდუქციის მიღება და ვერ ხერხდებოდა სტანდარტების დაცვა. საბოლოო ჯამში, ქვეყანამ დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო თხილის ნაწილში და ბოლო 3-4 წელია ცდილობს ამის გამოსწორებას.
შარშან და შარშანწინ თხილის ნაწილში დიდი ნიჰილიზმი იყო. ფასები მცირე იყო. ეს საბოლოო ჯამში, პანდემიით იყო გამოწვეული. 2021-2022 წლებში როცა ხე რეალურად პროდუქციას გაძლევდა და რეალიზაცია ვერ ხდებოდა, პანდემიიდან გამოწვეული რეგულაციებიდან გამომდინარე, მოხდა დიდი ნაშთების დაგროვება და შემდეგ უკვე ნაშთების სწორად ამოყიდვის ნაწილში, მოხდა ფასების შემცირება.
ეს ნაშთები წელს უკვე ამოყიდულია და ვფიქრობ, რომ რეალიზაციის ნაწილში, მომდევნო წლები უფრო მნიშვნელოვანი იქნება,“ – აღნიშნა მან.
3 ექსპორტიორი ქვეყანა შემდეგნაირად გამოიყურება:
2021
იტალია- $14 960 850-ის ღირებულების 5 358.05 ტონა
ჩინეთი- $2 304 700-ის ღირებულების 765.00 ტონა
სომხეთი- $560 270-ის ღირებულების 317.18 ტონა
2022
იტალია- $14 663 530-ის ღირებულების 5 105.22 ტონა
უზბეკეთი- $237 060-ის ღირებულების 151.48 ტონა
გერმანია- $409 680-ის ღირებულების 136.60 ტონა
2023
იტალია- $7 409 080-ის ღირებულების 2 485.71 ტონა
უზბეკეთი- $388 600-ის ღირებულების 240.00 ტონა
აზერბაიჯანი- $194 600-ის ღირებულების 122.00 ტონა