ზეთისხილის კომპანია “ქართული ზეთისხილი”, რომელსაც კახეთში, ბაღდათსა და მარნეულში ზეთისხილის პლანტაციები აქვს გაშენებული, არსებულ ბაზარზე იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლებას გეგმავს, ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ “საქმიან დილაში” სტუმრობისას ისაუბრა.