ქართული დაფნის საექსპორტო ფასმა $3.98-მდე მოიმატა – სამინისტრო

2024 წელს საქართველოდან დაფნის ფოთლის ექსპორტი მნიშვნელოვნად, 94%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება. როგორც უწყების აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის ანალიზში ვკითხულობთ, საექსპორტო ფასი 2023 წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა და 3.98 $/კგ შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, წლიურად 16.6 მლნ დოლარით გაზრდის შემდეგ, გასულ წელს დაფნის ფოთლის ექსპორტმა 34.4 მლნ დოლარი (8.6 ათასი ტონა) შეადგინა.
პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (80%) და (14%).
სამინისტროს დათვლით, ჩინეთში გასულ წელს 28.5 მლნ დოლარის ღირებულების დაფნის ფოთოლი გავიდა, რაც წლიურად 18.5 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია.