ქართული დამკრძალავი ბიუროების ტოპ-5 – ვინ არიან მფლობელები

რომელია საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის 5 დამკრძალავი ბიურო. საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021-22 წლების და 2023 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ტოპ 5-ში მუდმივად იკავებდა ადგილს შპს „ქართული ტრადიციები 2011“, შპს „ჰერმესი“ და შპს „ლიდერი-2015“. რაც შეეხება ხუთეულის დანარჩენ 2 კომპანიას, 2021-ში ხუთეულში იყო შპს „გემა“ და ინდმეწარმე გიორგი ხეროდინაშვილი, რომლებიც 2022 წელს შპს „ლაშამ“ და შპს „2015“-მა ჩაანაცვლეს. 2023 წელს კი შპს „ლაშას“ ადგილი შპს „რემა ჯგუფმა“ დაიკავა.
მიმდინარე წლის ხუთეული ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
· შპს „ქართული ტრადიციები 2011“დაფუძნდა 2011 წელს. დირექტორი – იოსები კუჭავა. 100% წილის მფლობელი -თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის მუნიციპალიტეტი
· შპს „ჰერმესი“დაფუძნდა 1997 წელს. დირექტორი – ნოდარ რაზმაძე. 100% წილის მფლობელი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
· შპს „რემა ჯგუფი“დაფუძნდა 2015 წელს. დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ასლან კოჩალიძე
· შპს „2015“დაფუძნდა 2015 წელს, დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ეკატერინა დუმბაძე
· შპს „ლიდერი-2015“დაფუძნდა 2015 წელს, დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ნუგზარ რიჟვაძე.
აღსანიშნავია, რომ ხუთეულში შპს „ქართული ტრადიციები 2011“-სა და შპს „ჰერმესის“ გარდა, დანარჩენი 3 კომპანია აჭარის ტერიტორიაზეა დარეგისტრირებული.

რაც შეეხება ხუთეულიდან გასულ კომპანიებს

· შპს „გემა“დაფუძნებულია 2004 წელს. დირექტორი ალექსანდრე ქავთარაძე. 100%-იანი წილის მფლობელი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი.
· ინდმეწარმე გიორგი ხეროდინაშვილმა რეგისტრაცია 1999 წელს გაიარა. სახელწოდებით გიორგი ხეროდინაშვილი ჰადესი.
· შპს „ლაშა“დაფუძნდა 2013 წელს. დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ