ქართული განათლების პირველი ექსპორტი უცხოეთში – დუბაიში კავკასიის ტრენინგის ცენტრი გაიხსნა

26 სექტემბერს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კერძოდ დუბაიში, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.
როგორც ავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, ამბობს, ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ქართული განათლება გავიდა ექსპორტზე, და კავკასიის უნივერსიტეტი გახდა პირველი და ერთადერთი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირება დაიწყო.
ტრენინგის ცენტრი დაინტერესებულ აპლიკანტებს შესაძლებლობას მისცემს, გაიღრმაონ ცოდნა მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღონ მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლება.
ტრენინგ კურსები მოიცავს როგორც სესიებს დუბაიში, ასევე, ჰიბრიდული სწავლის შესაძლებლობასაც იძლევა, რაც უზრუნველყოფს მოქნილობას და ინკლუზიურობას.

ასევე დაგაინტერესებთ