“ქართული ბიზნესი, დაგვიფაროს ღმერთმა, თუ რუსეთი საქმე დაგვირგვინდა, აღიგვებით ეკონომიკურადაც და მორალურადაც… დღეს ჩვენზე მეტად თქვენ გჭირდებათ საკუთარ იმიჯზე ზრუნვა, ევროპული ქვეყანა და ევროპული ბაზარი თუ გინდათ!”

“ხალხი არ გამოდისო, ხო, ასეა, ის რაოდენობა აღარ გამოდის.
ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები.
ერთია – პოლიტიკური სპექტრი.
მათგან ხალხი ითხოვს აქციაზე დგომას, ხელის ჩაკიდებას არა და რამდენიმე პუნქტში გაერთიანებას.
ამის ნაცვლად ვხედავთ რას – გამოვლენ ვიღაცეები და ვიღაცეები და იტყვიან – აი, ალტერნატივა ვართ ჩვენ.
მერე გავა 2 კვირა, გამოვლენ ვიღაცეები და ვიღაცეები და იტყვიან, ალტერნატივა ვართ ჩვენ.
კიდევ ვიღაცეები და ვიღაცეები და ვისი ალტერნატივა ხართ? ალტერნატივა არის ერთი – გაერთიანება და თქვენ აწვებით დაყოფას.
ეს ამდენი პატარ–პატარა გაერთიანება არის დაყოფა.
ეს ამდენი კავშირი და ამდენი მაგიდა არის დაყოფა.
ყველანი ვინც ამას აკეთებთ, აკეთებთ რუსულ საქმეს.
ხალხის დაყოფა ახლა ამის და იმის მომხრედ – არის რუსული საქმე.
ჯერ ისევ მაქვს იმედი, რომ გონს მოხვალთ, თორემ, ყველანი კარგად ვხედავთ, ვინ რას აკეთებთ, ვინ რას ცდილობთ! და ღმერთმა არ ქნას, რომ რუსული საქმე დაგვირგვინდეს, თორემ, ვერც ერთი ვერ ასცდებით ერის საუკუნო დაღს.
მეორე:
რამდენ თქვენს ნაცნობს დაემუქრნენ დაჭერით? – ჩემს ირგვლივ ბევრს.
და რატომ ეშინიათ ამ ადამიანებს დაჭერის იცით? – იმიტომ რომ არ აქვს თქვენი იმედი, იმათი, ვინც რამე ტიპის არჩევნებზე საუბრობს საერთოდ ახალი ს გარდა.
არ აქვთ იმედი, რომ დიდი ხნით არ ჩატოვებთ ციხეში.
აკი, ისიც გაბედეთ ზოგმა, რომ პოლიტპატიმრებს ეტლიკინებით და მათი აზრის გაწევას ცდილობთ საზოგადოებიდან.
არც იმის იმედი აქვთ, რომ მათ ოჯახებს დაეხმარებით.
შეიქმნა აგერ ემანდ და ნანუკას ფონდის ალტერნატივა და თვის ბოლოს, ისევ ნანუკამ ააგროვა დაკავებულთა, რეპრესირებულთა ოჯახებისთვის თვის სამყოფი ფული.
სადაა სხვა ალტერნატიული ფონდები და რას აკეთებენ?
გილაურის ფონდმა რა გზა გამონახა ალტერნატიული?
მესამე:
ამ ადამიანებს შიათ, სცივათ, წამალი აქვთ საყიდელი, ეს ადამიანები აგრძელებენ კი ცხოვრებას და კი, სტადიონებზეც წავლენ, მცირედი სიხარულის უფლება უნდა მისცენ თავს და ძალიან კარგია რეალურად თუ წავლენ, იმ თამაშზე თუ კონცერტზე, რადგან იქედან გამოსულები, ბევრად უკეთ იგრძნობენ რას ვკარგავთ, რა გვემუქრება.
კი, შეიძლება ხვალ და ზეგ არ დაუბრუნდნენ რუსთაველს, რადგან მათ ახლა ფიზიკური გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა, იმისთვის, რომ დღეს გადარჩნენ და ხვალ ან ზეგ ისევ გავიდნენ.
აიტიშნიკების აქცია გახსოვთ?
რანაირად გამოვიდნენ, დაუანონსებლად, დილის საათებში, უხვად, უხმოდ, სასწაულად ბევრნი.
არსად წასულა მათი პროტესტი, სახლებში გადანაწილდა.
ზოგის პროტესტი გაიყო, ხო, ზოგს ახლა პროტესტი აქვს ოპოზიციური ფლანგის მიმართაც.
პროტესტი რეალურად იზრდება, მხოლოდ ბოლო თვეში რამდენი ახალი ადამიანია გათავისუფლებული, რეპრესირებული, ისინი, თუნდაც, რომლებიც ჩუმად იყვნენ, რადგან მათ ჰქონდათ დასაკარგი და ახლა ოცნებამ მათ ეს დასაკარგი წაართვა, მათ აღარაფერი დარჩათ დასაკარგი და ხმა გაიღეს. შეიძლება მათი ხმა არ ჭექს, მაგრამ მათი ხმა მათი ოჯახების ხმაა, მათი ნათესავების, მეგობრების…
პროტესტი ვერ შემცირდება, სანამ არის რეპრესიები, ყოველთვის პროპორციულია, საქმე იმაშია, სად იქნება ეს პროტესტი, სადმე ჩარჩება და მძიმე ფორმაში გადაიზრდება, თუ?
კი, ხალხში ჩუმად ჩარჩენილი პროტესტი, ბევრად მძიმე ფორმისაა ბოლოს ყოველთვის.
კი, საგარეო პოლიტიკაც ასეა – რაც მეტად ილანძღება ოცნება, მით მეტი პასუხი წამოვა უცხოეთიდან.
რაც მეტი დღე იკეტება რუსთაველი, მით მეტი სიმწვავე წამოვა უცხოეთიდან.
ოპოზიციამ უნდა გაიგოს, რომ ხალხი მისგან არ ელის დღეს არც რამე პროგრამას საარჩევნოს, არც მზადებას არჩევნებისთვის, არც რამე ალტერნატივას, არ არსებობს ალტერნატივა, ერთადერთი ალტერნატივაა დღეს მხოლოდ და ესაა ხალხი და ხალხის ხმა, ხალხი ოპოზიციისგან ელის უპირობოდ მიყოლას ხალხის ხმის, უპირომოდ დგომას გვერდით, უპირობოდ, და ხალხი ითხოვს, პოლიტიკურ თავგანწირვას, მანდატს და ხელფასს კი არა, რამისთვის მზადებას კი არა, უპირობო პოლიტიკურ თავგანწირვას.
ესაა დღეს ხალხის მოთხოვნა.
ამის უგულებელჰყოფის უდიდესი “დამსახურებაა” რასაც ხედავთ.
ოცნება დღეს გაბერილ ბუშტს უჭერს ხელს და ცდილობს ისე დაფუშოს, რომ არ გასკდეს…
თუ დაფუშა, გავიღვიძებთ კრემლის დროით, კი, კრემლის გემოვნებით, კრემლის ნარატივით…
გავიღვიძებთ ნარკო და კრიმინალურ ქვეყანაში – სხვა ფუნქცია არ გვექნება, თუ არადა, გადახედეთ ოკუპირებულ აფხაზეთს და მიხვდებით.
და ჩვენი ამოცანაა, არც დავიფუშოთ, არც გავსკდეთ და ისინი დავღალოთ, ვინც ამ გაბერილ ბუშტს თითებს უჭერს…
ეს რთულია, კი, ადვილი არაა, მაგრამ სწორია.
და კიდევ, არანაირი მნიშვნელი არ აქვს ფრაზებს, მოდი, ახლა ფრაზას შევცვლი და მეტი ადამიანი გამოვა, მოდი, რამე ახალ ფრაზას დავიძახებ და მეტად შეშინდება რეჟიმი, არა, ეს ბლეფია.
არ უნდა გამომრჩეს და ამაზე ცალკეც დავწერ – ქართული ბიზნესი, დაგვიფაროს ღმერთმა, თუ საქმე დაგვირგვინდა, აღიგვებით ეკონომიკურადაც და მორალურადაც, ერთხელ გაიფიცეთ 3 საათით, ზოგმა ეგ სამი საათიც შეჭამეთ ნახევრად და მორჩა.
გაფიცვას, ბოიკოტს, ერთად დგომასავით, არ აქვს ალტერნატივა.
გრცხვენოდეთ! უმრავლესობას, უნდა გრცხვენოდეთ და გეშინოდეთ კიდეც. ჩვენი არა, არდადგომის იმ მომავლის, რისთვისაც არც ერთი დღე არ გაიმეტეთ!
დღეს ჩვენზე მეტად თქვენ გჭირდებათ საკუთარ იმიჯზე ზრუნვა, ევროპული ქვეყანა და ევროპული ბაზარი თუ გინდათ!
ალტერნატივის ალტერნატივა არ გვჭირდება!
ბრბო არ ვართ!
ვხედავთ რაც ხდება და დროზე მოეგეთ გონს!
ხალხი ითხოვს პოლიტიკური, ფინანსურ თავგანწირვას, რათა დაინახოს, რომ ის ამ ბრძოლაში არაა მარტო და შეიძლება გენდოს, რომ აზრი აქვს ბრძოლას!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.