„ქართული ბიზნესისთვის ეს დიდი შანსია, მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა, რომ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირში გაიტანონ“ – „ხახაბო“

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რას შეცვლის კანდიდატის სტატუსზე დადებთ პასუხი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის და რა შესაძლებლობის ფანჯარა გაეხსნებათ ქართველ ბიზნესმენებს და თემაზე, ცივი დაწურვის მეთოდის ცივი დაწურვის ტექნოლოგიით მცენარეული ზეთების მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელს ზაქარია სვიმონიშვილს დაუკავშირდა.
მისი თქმით, თუ დღეს ქართველ ბიზნესმენებს პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გატანა და ევროკავშირში გაყიდვა უჭირთ, სტატუსის მიღების შემდეგ ეს ფანჯარა გაიხსნება და ქართული პროდუქტები უფრო დიდი რაოდენობით მოხვდება ევროკავშირის დახლებზე.
„ქართული ბიზნესისთვის ეს დიდი შანსია, მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა, რომ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირში გაიტანონ. ევროკავშირს შესაბამისი სტანდარტები აქვს და თუ დღეს, ვინმე ვერ ახერხებ საკუთარი პროდუქტის ამ ბაზარზე გატანას, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ეს შესაძლებლობა გაიხსნება. საქართველოშიც პროდუქციის ხარისხი აიწევს და უფრო ადვილად გავა“ – აღნიშნა ზაქარია სვიმონიშვილმა.
კომპანია „ხახაბო“ ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა და ის ცივი დაწურვის ტექნოლოგიით 7 სახეობის ზეთს ამზადებს.