ქართული ბანკების მიერ გაცემული სესხები ₾57.68 მილიარდამდე გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 538.45 მლნ ლარით (0.94%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.09%-ით გაიზარდა) და აგვისტოს ბოლოს 57.68 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 495.62 მლნ ლარით (1.56%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 42.83 მლნ ლარით (0.17%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.50%-ით).
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები, ნაშთი რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 9.49 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.29%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.29 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.69%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.04%-ით მეტი).
2024 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.07%-ით, ანუ 319.17 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აგვისტოს ბოლოსათვის 30.06 მლრდ ლარი შეადგინა. 2024 წლის აგვისტოს ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.10 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.34 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.26 პროცენტული პუნქტით).

ასევე დაგაინტერესებთ