ქართული არქიტექტორული კომპანია “ტასჰაბი” ავსტრალიის ბაზარზე შედის

ქართული არქიტექტურული კომპანია “ტასჰაბი” ავსტრალიის ბაზარზე შედის – ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, სერგი გიორგაიამ, ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზარზე სინგაპურულ კომპანია Surbana Jurong-თან პარტნიორობით შევა.
“როგორც უკვე იცით, ჩვენი პარტნიორია კომპანია Surbana Jurong-ი, რომელთან ერთადაც უკვე გვაქვს დიდი გეგმები და ვაპირებთ, რომ არა მხოლოდ ქართველ მომხმარებლებზე, არამედ უცხოელ დამკვეთებზეც გავიდეთ. უკვე ამ ეტაპზე ვართ, აგვისტოში მივდივართ ავსტრალიაში და იქ გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ ეს ყველაფერი განვახორციელოთ.
[ავსტრალიაში] პროექტების შესრულების ნაწილზე ქართული ოფისი იზრუნებს: არქიტექტურულ პროექტს საქართველოდან სხვა ქვეყნის მომხმარებელს შევთავაზებთ. ეს იქნება ყველაზე მოსახერხებელი და მოქნილი გზა, რადგან თავად Surbana Jurong-ს საერთაშორისო ბაზარზე დიდი გამოცდილება აქვს და ამ ბაზარზე ჩვენს სწრაფ ადაპტირებას შეუწყობს ხელს ისევე, როგორც ჩვენ ვახერხებთ მათ ადაპტირებას ქართულ ბაზარზე, მათთან ერთად უკვე არაერთ პროექტში ვართ ჩართულები”, – ამბობს სერგი გიორგაია.