ქართული აკაპელა ჯგუფი „The Bookmarks“ ლაიფციგის აკაპელას საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა

ქართულმა აკაპელა ჯგუფმა The Bookmarks ლაიფციგის აკაპელას საერთაშორისო ფესტივალში (International a cappella festival Leipzig) მიიღო მონაწილეობა და ფესტივალის გამარჯვებული გახდა, 2026 წელს კი გერმანიაში, ფესტივალის ფარგლებში The bookmarks-ის სოლო კონცერტი ჩაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალი და საფინალო კონცერტი ცნობილ Gewandhaus-ის დარბაზში გაიმართა. Bookmark-მა, როგორც გამარჯვებულმა ჯგუფმა სამი სიმღერა შეასრულა ისეთი ცნობილ აკაპელა ჯგუფებთან ერთად, როგორებიც არიან “Rajaton” ფინეთიდან და “Amarcord” გერმანიიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას