ქართლში კუსტარულად მოწყობილ ქარხანაში ჩივას რეგალს და სხვა ბრენდულ სასმელებს არალეგალურად აწარმოებდნენ – გამოძიება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ შიდა ქართლში დალუქეს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კუსტარული ქარხანა, სადაც ცნობილი უცხოური და ქართული ბრენდების პროდუქციას აყალბებდნენ.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ეს უკანონო ქარხანა წლების განმავლობაში მუშაობდა და მათ ახლა 75 ათასზე მეტი ბოთლი სასმელი, ასევე 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტიც ამოიღეს.
დაკავებულია 7 პირი.
ქარხანაში იწარმოებოდა ისეთი ცნობილი დასახელების სასმელები, როგორიცაა ჩივას რეგალი, Grey Goose, belvedere, Beluga და სხვა.
საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ამოიღეს დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები და შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნაში წარმოებისთვის გამზადებული ალკოჰოლური სასმელი იპოვეს. ამოღებული პროდუქციის ფასი, შესაძლოა, მილიონობით ლარი იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა