ქართველ ქალს საფრანგეთის პოლიცია ეძებს | ქმრის მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ქალი მიმალვაშია – ახალი დეტალები

ქართველ ქალს საფრანგეთის პოლიცია ეძებს. 28 წლის ლანა, რომლის გვარიც არ სახელდება, ეჭვმიტანილია საკუთარი ქმრის მკვლელობაში. ფრანგული მედიის ცნობით, საზარელი დანაშაული გასულ შაბათ-კვირას მოხდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ქართველი ქალის მსხვერპლია 31 წლის მამაკაცი, რომლის ეროვნება არ სახელდება. თუმცა მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა ქართველი იყოს.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ქალს ხუთი შვილი ჰყავს, რომლებიც ამჟამად თავშესაფარში არიან გადაყვანილნი. ეჭვმიტანილ დედას ბრალი ორშაბათს საღამოს წარუდგინეს.

იხილეთ ასევე:
· საფრანგეთში ქართველმა ქალმა ქმარი მოკლა

ასევე დაგაინტერესებთ