“ქართველ ქალსაც ეკუთვნის წილი ბედნიერება, სექსი… სულ მარხვა და გლოვაში ვერ იქნება”

მოვიძიე ეს სპექტაკლი youtubeზე და თიზერიც დევს, სამწუხაროა, მე არ მინახავს თეატრში. ქალის ხასიათის გახსნა ქართულ სცენაზე- აბა სხვანაირად ქალის ხასიათი მსახიობმა როგორ უნდა შექმნას? წარბის აწევის და დუელზე გამოძახების საუკუნე არაა, გადასარევ ხასიათს ქმნის მსახიობი, რა ყველაფერზე მითქმა-მოთქმა იცის სამშობლომ… თეატრია… პარლამენტში ნამდვილი სწერვები და ნაშები თქვენი არჩეულია და მსახიობმა მარტოობისგან სასოწარკვეთილი ქალი ითამაშოს სცენაზე- გშოკავთ? სპექტაკლი არც ვიცი, რაზეა, მაგრამ ზუსტად ასე მოცეკვავე ქართველი ოჯახის ქალი იმდენი მინახავს სოც ქსელში და გარეთ, დაქალების გარემოცვაში-გასაგებია, უტრირებს თამაშით, მაგრამ ზუსტად ეს არის მსახიობის მიზანი-ხასიათის გადმოცემა ისე, რომ ძლიერი ემოცია აღძრას და აჰა, სპექტაკლი ‘ქალები’. თიზერის ლინკს თან ვურთავ. ამოქექავენ 800 წლის წინანდელ მასალას და მიდის გარჩევა. თქვენ სტენდალი რომ წაიკითხოთ, წიგნების აკრძალვას მოითხოვთ. იქ შუშანიკი აწამეს, აქ შორენა ქარაფებიდან გადაფრინდა.. ეყო, ეყო ქართველ ქალს დრამა, ქართველ ქალსაც ეკუთვნის წილი ბედნიერება, სექსი, საყვარელი, გართობა… სულ მარხვა და გლოვაში ვერ იქნება..

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს