„ქართველ მომხმარებლებს, ჩინეთის ბაზარი ელექტრომობილების მიმართულებით ყველაზე მეტად აინტერესებთ“ – კოტე სულამანიძე

როგორც სულამანიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ აღნიშნა, აღნიშნული ქვეყნის ბაზარს კონკურენტებთან შედარებით, როგორც ტრანსპორტირების, ასევე ვადების კუთხით დიდი უპირატესობა აქვს.
„ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა ელექტრომობილებზე. ამ მიმართულებით, ძირითადად მომხმარებლებს ჩინეთი აინტერესებთ.
ჩინეთში წარმოებული ავტომანქანები აქტიურად იყიდება. არაა საუბარი, მხოლოდ ჩინურ ავტომობილებზე, საუბარია ჩინეთში წარმოებულ თუნდაც ევროპულ ავტომობილებზე. დღეს ეს ტრენდი გვხვდება და ამ მიმართულებით მოთხოვნა, კიდევ და კიდევ, იზრდება“, – განაცხადა სულამანიძემ.
ამასთან, „ბბ ლიზინგის“ გენერალურმა დირექტორმა ლიზინგი სექტორის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2025 წლის პირველი კვარტალში 5%-იანი ზრდა აქვთ.
„ლიზინგი სექტორის განვითარება იზრდება, ეს ხდება იმის გამო, რომ სექტორი უფრო მოქნილად, სწრაფად მუშაობს. ცხადია, მომხმარებლისთვის, ეს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. ამავდროულად, კორპორატიული სექტორი მეორე კვარტალიდან გააქტიურება და ვფიქრობთ ზრდის ტემპი შენარჩუნდება“, – განაცხადა კოტე სულამანიძემ.
bp.ge