ქართველ მებრძოლს ოკუპირებულ დონეცკში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს

ქართველ მებრძოლს მიხეილ გოგნაძეს, რომელიც ს წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს იბრძვის, დაუსწრებლად მიუსაჯეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, – ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქე მიხეილ გოგნაძისთვის განაჩენის (დაუსწრებლად) გამოსატანად“, – აცხადებენ უწყებაში.
მათი მტკიცებით, გოგნაძე, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ხანგრძივი დროის განმავლობაში მონაწილეობდა ბრძოლებში ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

Reuters – გაერო-ს უშიშროების საბჭომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კონფლიქტის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს