“ქართველ ებრაელთა “სამეტყველო ენა” – “ყივრული” ოფიციალურად აღიარა ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლამ” – ლაშა შაყულაშვილი

მეცნიერი, თელ ავივის უნივერსიტეტის, ებრაისტიკის ევროპული ინსტიტიტუტის „პაიდეია“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლის კურსდამთავრებული, ბრიტანული Polonsky-ის პრიზიორი, ლაშა შაყულაშვილი:
ძლივს პროფესიულ და ძალიან მნიშვნელოვან ამბავზე უნდა დავწერო! ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლამ, რომლის ამაყი კურსდამთავრებული გახლავართ, ქართველ ებრაელთა “სამეტყველო ენა” – “ყივრული” ოფიციალურად აღიარა, როგორც მსოფლიოს ებრაელთა ლინგვისტური მემკვიდრეობის ნაწილი და დიასპორაში/გელუთში ცხოვრებისას ადგილობრივ ენაში ებრაიზმების დანერგვის წარმატებული მცდელობა. ყივრულის კურსები გაიხსნება ოქსფორდის უნივერსიტეტის ივრითისა და ებრაისტიკის ცენტრში! ყივრულის მაგალითი: ერთი ბებერი კაცი ადგა და დალეხდაო, მაგრამ მიშფახას ბლომად ქესეფი დაუტოვაო. ეს არის საქართველოს მრავალფეროვნების საერთაშორისო დონეზე აღიარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.