ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები დავუპირისპირდებით მილანის “ინტერს”. დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველ გულშემატკივარს მილანის “ინტერის” საფეხბურთო კლუბის ნახვის შესაძლებლობა ექნება.
“ხვალ ბათუმში გაიმართება საფეხბურთო მატჩი. ქართველ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, იხილოს მილანის “ინტერის” საფეხბურთო კლუბი, ლეგენდები, რომლებიც წლების განმავლობაში თავიანთ გულშემატკივრებს ახარებდნენ და უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ.
ვფიქრობ, ყველა გულშემატკივარს ესიამოვნება იმ ყოფილი ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც წლების განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო
ფეხბურთელები იყვნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყოფილი ფეხბურთელები, ვეტერანები, ჩვენ დავუპირისპირდებით მილანის “ინტერს”.
დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ. სასიამოვნოა ასეთი შეხვედრები, მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, პატარებისთვის, ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო Sports Orient-ს, რომელიც არის აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
საფებურთო მატჩი ხვალ ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე”, 19:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს “პირველი არხი” შემოგთავაზებთ.