ქართველო ხალხო, ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ, – გაფართოების საკითხებში ევროკიმისარი

ქართველო ხალხო, თქვენ დაგპირდნენ ევროპას კონსტიტუციით და აშკარად გსურთ მისი შესრულება. ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკიმისარი მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, კაია კალასთან ერთად გავრცელებულ განცხადებას აზიარებს.
„ვგმობ ნებისმიერ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და ვიზიარებ სერიოზულ შეშფოთებას დემოკრატიული სტანდარტების უკუსვლის გამო“, – წერს მარტა კოსი.
ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება. ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასიც.
“ჩვენ ქართველი ხალხის, და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით ვდგავართ.
ჩვენ ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას და ასევე ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე.
ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება.” -დაწერა მან X-ზე.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო თავის საქმეს მაინც გააგრძელებს, რაც არ უნდა მოხდეს, ევროკავშირმა კი მოლაპარაკებები უნდა ახლა გახსნას, უნდა – მოგვიანებით.
“ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა. პრემიერ-მინისტრი, , ამბობს, რომ მზადაა ხვალვე მოაწეროს ხელი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, თუ ევროკავშირი შესაბამის ნებას გამოიჩენს.
შეგახსენებთ, მეოთხე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს “ახალგაზრდა ადვოკატები”.
საზოგადოებას და პროფესიულ ჯგუფებს მობილიზება და ხალხის გვერდით დგომა სთხოვეს მეღვინეებმა. მათი შეფასებით, “საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან” და ახლა მხოლოდ ქუჩაში დგომის დროა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა. ქართული ფილმების ჩვენება გააუქმა თბილისის კონოფესტივალმა.
მთავრობას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოს შშმ პირთა ქსელი. მათი მოთხოვნაა საქართველო დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში, რადგან ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას.
ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების ესკალაციას პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.