ქართველობაზე მეტად საამაყო ვერასოდეს ვერ იქნება ვერანაირი უცხო ტომთა ერთობა, რომელი მხარეც არ უნდა იყოს ის. საკუთარ წეს-ჩვეულებებს ვერასოდეს ჩაანაცვლებს სხვისი, იმიტომ, რომ ის ჩვენი არ არის

ქართველობაზე მეტად საამაყო ვერასოდეს ვერ იქნება ვერანაირი უცხო ტომთა ერთობა, რომელი მხარეც არ უნდა იყოს ის. საკუთარ წეს-ჩვეულებებს ვერასოდეს ჩაანაცვლებს სხვისი, იმიტომ, რომ ის ჩვენი არ არის
„დღეს მმართველი გუნდი, მიუხედავად მასშტაბური ზეწოლისა, უდიდესი თმენით, იცავს სამშობლოს რეალურ დამოუკიდებლობას, აგენტურული ოპოზიცია კი დაკვეთილი პერფორმანსებით და უკადრებელის კადრებით, ქვეყნის სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვის,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი .
მისივე თქმით, ოპოზიცია არ უსმენს საკუთარ ხალხს და მისჩერებია სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს, რომლებსაც პრობლემები საკუთარ ქვეყანაში ვერ მოუგვარებიათ.
„დღეს მმართველი გუნდი, მიუხედავად მასშტაბური ზეწოლისა, უდიდესი თმენით, იცავს სამშობლოს რეალურ დამოუკიდებლობას, აგენტურული ოპოზიცია კი დაკვეთილი პერფორმანსებით და უკადრებელის კადრებით, ქვეყნის სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვის.
ისინი უსმენენ არა საკუთარ ხალხს, არამედ მისჩერებიან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს, რომელთა უმეტესობას საკუთარ ქვეყანაში ვერ მოუგვარებიათ პრობლემები.
სწორედ ეს არის მონობის კლასიკური მაგალითი. როცა მთლიანად სხვაზე დამოკიდებული ხდები და საკუთართან თავად გაბრძოლებენ.
საკუთარი რწმენისა და პატრიარქის შეურაცხყოფა, ქართველი კაცების სატელეფონო გადაღების ქვეშ, დედისა და ოჯახის გინება, ღვინოში შარდის ბუშტის ჩაცლა და სტუმრის ულუფაში ჩანერწყვება, გმირ პოლიციელებზე თავდასხმა, ოჯახური ფასეულობების დაცვის რუსულად შერაცხვა არ არის ქართული და სირცხვილია.
ქართველობაზე მეტად საამაყო კი ვერასოდეს ვერ იქნება ვერანაირი უცხო ტომთა ერთობა, რომელი მხარეც არ უნდა იყოს ის. საკუთარ წეს-ჩვეულებებს ვერასოდეს ჩაანაცვლებს სხვისი, იმიტომ რომ ის ჩვენი არ არის.
დაიცავი შენი და თავად იქნები დაცული!“ – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში