ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მისთვის მთავარი ღირებულება იყო ეროვნული იდენტობის დაცვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა, დღესაც ამ ბრძოლას გავდივართ, თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი

ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მისთვის მთავარი ღირებულება იყო ეროვნული იდენტობის დაცვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა, დღესაც ამ ბრძოლას გავდივართ, თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი
ქართველი ხალხი 80-იან წლებში იბრძოდა იდენტობისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის დღესაც იმავე ბრძოლას გავდივართ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მთავრობის მეთაურმა მერაბ კოსტავას სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი. მისივე თქმით, ვინც ეს არ გააკეთა, ძალიან მძიმე პრობლემებიც წინაშე დადგა.
„მინდა, გავიხსენო ის პროცესები, რომლებიც 80-იან წლებში გამოვიარეთ. მაშინაც, რეალურად, ქართველი ხალხი იბრძოდა იდენტობისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და ამ წლებშიც იმავე ბრძოლას გავდივართ. მაშინ ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მათთვის მთავარი ღირებულება იყო ეროვნული იდენტობის დაცვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა. იყო ძალიან რთული ბრძოლა და საბოლოო ჯამში, ქვეყანამ მიაღწია დამოუკიდებლობას, თუმცა, როგორც მერაბ კოსტავა ამბობდა, თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი და დღესაც ვართ ამ პროცესში, მით უმეტეს, ვართ ძალიან პატარა ქვეყანა, მცირე მოსახლეობით, ასეთ დროს, ბუნებრივია, გამოწვევები არის უფრო მეტი. შესაბამისად, დღესაც გვიწევს ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად. ვინც ეს ასე არ გააკეთა, ძალიან მძიმე პრობლემების წინაშე დადგა,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას შეხვდა-თუ ხელისუფლების მიმართ “არაღიარების პოლიტიკა“ მოქმედებს, რატომ ხვდებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ

თუ იოსელიანი 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს? რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება და ნაცვლად ამისა რატომ დაელოდა ორშაბათ დღეს, იმისათვის რომ პოლიტიკური შოუ მოეწყო…?

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?