ქართველმა ძიუდოისტებმა „მალაგის ევროპულ თასზე“ ცხრა მედალი მოიპოვეს

ესპანეთში ახალგაზრდებს შორის „მალაგის ევროპის თასი” გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს და ცხრა მედალი – ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ზურაბ ჭიღლაძემ (-81 კგ), ლუკა ჯავახიშვილმა (-90 კგ), ნოდარ ალაფიშვილმა (-100 კგ) და თამაზ ბიგანაშვილმა (+100 კგ) ჩემპიონობა იზეიმეს, ლუკა თევდორაძემ (-90 კგ) და გიორგი ბენდელიანმა (-100 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიგი გიუნაშვილმა (-73 კგ), ლუკა ქარელიშვილმა (-90 კგ) და ირაკლი ქავთარაშვილმა (-90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ტურნირზე -90 და -100 კგ წონით კატეგორიებში ქართული ფინალი გაიმართა. -90 კგ წონით კატეგორიაში ოთხივე მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა დაისაკუთრეს.