ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულეს

ქართველმა პარაძალოსნებმა წარმატებით დაასრულეს ასპარეზობა ჩილეში, ქალაქ სანტიაგოში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე. ჩვენი ნაკრების ანგარიშზე შვიდი – ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია.
აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 246 კგ. დაძლია და სანტიაგო 2025-ის გამარჯვებული გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 721კგ. დააგროვა და კვლავ ოქროს მედალი აიღო.
გიორგი ლაცაბიძემ (+107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 218კგ. ასწია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 433 კგ.დააგროვა და მეორე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.
მაკა კვინჩია (+86კგ) ინდივიდუალურ და სამი მისვლის ჯამშიც ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. მაკამ 126კგ. ასწია ინდივიდუალურ გამოსვლაში და 371კგ.დაძლია სამ ცდაში.
იაგო გორგოძემ (-107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 180 კგ. ჩათვალა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“