ქართველმა მჯდომარე ფრენბურთელებმა ბრინჯაოს ერთა ლიგაზე მოქმედი ჩემპიონი ჩეხეთი დაამარცხა

საფრანგეთი, 2023 წლის მჯდომარე ფრენბურთის მამაკაცთა ბრინჯაოს ერთა ლიგის მასპინძელია. ჩემპიონატში მონაწილეობას სულ 5 გუნდი იღებს მათ შორის წინა წლის ჩემპიონი ჩეხეთი, მასპინძელი საფრანგეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები და საქართველო.
საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელებმა, რომელთა გამოსვლაც ბრინჯაოს ლიგაში სადებიუტოა, პირველივე დღეს დამაჯერებლად დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი – ჩეხეთი. ანგარიშით 3:0 (25-16, 25-19, 25-14).
ბრინჯაოს ერთა ლიგის გამარჯვებულები 3 დეკემბერს გამოვლინდებიან. საქართველოს მჯდომარე ფრენბურთის მხარდამჭერია თბილისის მერია.

ასევე დაგაინტერესებთ

გამამართლებელი განაჩენი საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ახობაძეს ან აბრამოვს ნარკოტიკი არ ჰქონიათ, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს დგას მოწოდების სიმაღლეზე, მოქმედებს კანონის და კონსტიტუციის მიხედვით და არა ვინმეს პოლიტიკური კუთვნილების გათვალისწინებით