ქართველმა მუსიკოსებმა აშშ-ში ინსტრუმენტების გაქირავების ონლაინ სერვისი აამოქმედეს

ქართველმა მუსიკოსებმა -ში ინსტრუმენტების გაქირავების ონლაინ სერვისი „მისტერ & მისის პიანო“ აამოქმედეს. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ სერვისის თანადამფუძნებელმა და მუსიკოსმა, მანანა მამულაიშვილმა ისაუბრა.
მისი განმარტებით, სერვისით სარგებლობა ამერიკაში მცხოვრებ მსურველებს სპეციალური ვებ-საიტით შეუძლიათ.
„ონლაინ-სერვისის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც შემოსავლის საჭიროება დადგა, რადგან ჯერჯერობით აშშ-ში ჩვენ, მუსიკოსებს საკმარისი შემოსავალი არ გვაქვს. ამიტომ გვჭირდებოდა მეორე საქმე, რომელიც ჩვენს პროფესიას დაეხმარებოდა და თან იქნებოდა კვლავ მუსიკალური სფერო. ასე დავიწყეთ მე და ჩემმა პარტნიორმა ინსტრუმენტების გაქირავების ონლაინ სერვისი ამერიკაში, დაახლოებით 6 თვის წინ.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც ამერიკულ ბაზარზე ოპერირებს ჩვენი სერვისი, უკვე გვქონდა რამდენიმე შეკვეთა. ამ დროისთვის გასაქირავებლად 3 ინსტრუმენტი გვაქვს განთავსებული, რაც შეეხება ფასებს, ეს დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე. დღიურად ინსტრუმენტის ქირაობის ფასი საშუალოდ 1000 – 1500 დოლარია“, – აღნიშნა მანანა მამულაიშვილმა.
მისივე თქმით, დაახლოებით ერთ წელში სარეპეტიციო სტუდიის გახსნასაც გეგმავენ.
შეგახსენებთ, მანანა მამულაიშვილი არის ის ქართველი მუსიკოსი, რომლითაც გრემის 12-გზის მფლობელი Jay Newland-ი დაინტერესდა, ასევე მანანა მამულაიშვილმა აშშ-ში პირველი ალბომი უკვე გამოსცა.