ქართველმა მოჭადრაკეებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს

მონტენეგროს პეტროვაჩში სტარტს აიღო ევროპის პირველობამ ვაჟთა შორის.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 92 000 ევროს შეადგენს.
ჩემპიონატზე 42 ქვეყნის 395 მოჭადრაკე ასპარეზობს.
საქართველოს ღირსებას ჩემპიონატზე 9 მოჭადრაკე დაიცავს.
ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის პირველ ტურში ხუთმა ქართველმა მონაწილემ იზეიმა გამარჯვება.
პირველ ტურში პარტიები მოიგეს: ბაადურ ჯობავამ, ლუკა პაიჭაძემ, გიგა ყუფარაძემ, ნიკოლოზ კაჭარავამ და ნოე თუთისანმა.
ყაიმით დაასრულა შეხვედრა თორნიკე სანიკიძემ და ალექსანდრე წანაწყენიშვილმა. აღსანიშნავია, რომ წანაწყენიშვილი შავი ფიგურებით თამაშობდა მასზე 400-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე მეტოქესთან.
სამწუხაროდ პირველ ტურში მარცხი განიცადეს: დავით ნემსაძემ და ირაკლი ახვლედიანმა.