“ქართველმა ამომრჩეველმა ეს უნდა იცოდეს” – აშშ–ის ელჩის ორი მნიშვნელოვანი გზავნილი

ჩვენ ვართ ერთი გუნდი საელჩოში და ვამაყობ ჩემი თანამშრომლების საქმიანობით – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა IRI-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დიპლომატის განცხადებას წინ, პრემიერ-მინისტრის განცხადება უძღოდა, რომელმაც დანიგანს მოუწოდა, საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში ჩაეხედა.
დინაგანის თქმით, მისი ქართველი და ამერიკელი თანამშრომლები საელჩოში ერთი მისიით მუშაობენ – “დაეხმარნონ ქართველ ხალხს“.
მე ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი საელჩოს ქართველ და ამერიკელ თანამშრომლებს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ. ჩვენ ვართ ერთი გუნდი საელჩოში, ერთი მისიით ვმუშობთ ერთად და განსაკუთრებით ამაყი ვარ იმ სამუშოთი, რომელსაც თქვენ აკეთებთ, თქვენი კონტრიბუციით, – განაცხადა დანიგანმა.
-ს ელჩმა საქართველოში მოახლოებულ არჩვენებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა კენჭისყრის ფარულობას, რაც ამომრჩეველს საშუალებას მისცემს საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს.
აშშ სიამოვნებით გააგრძელებს თანამშრომლობას მთავრობასთან, რომელიც იქნება გამჭვირვალე, დემოკრატიული და თავისუფალი ს შედეგად არჩეული. მე მართლაც მაქვს დიდი იმედი, რომ ქართველი ამომრჩეველი მივა და გააკეთებს არჩევანს, რადგან მათ უნდა იცოდნენ, რომ არჩევანი ფარულია“,- დასძინა მან.