ქართველი ხალხი, რომელიც ზედიზედ 32 დღეა თავის მონდომებას აჩვენებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს – მარკო მიხელსონი

ქართველი ხალხი, რომელიც ზედიზედ 32 დღეა თავის მონდომებას აჩვენებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს – მარკო მიხელსონი
ქართველი ხალხი, რომელიც ზედიზედ 32 დღეა თავის მონდომებას აჩვენებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს, – ამის შესახებ ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მიხელსონის თქმით, ევროპული სახელმწიფოების „გაორებული დამოკიდებულება“ იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საფასური უახლოეს მომავალში გაცილებით მაღალი იქნება.
ს მიერ საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და არალეგიტიმურ რეჟიმთან დაპირისპირებისას ევროპის სახელმწიფოების მთავრობების გაორებული დამოკიდებულება, სამწუხაროდ, იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საფასური უახლოეს მომავალში გაცილებით მაღალი იქნება. ქართველი ხალხი, რომელიც ზედიზედ 32 დღეა თავის მონდომებას აჩვენებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს, როგორც სიტყვით, ისე საქმით. თუ ქართველი ხალხი არ იღლება და არ ნებდება, მაშინ ამის უფლება საკუთარ თავს ევროპამაც არ უნდა მისცეს“, – წერს მარკო მიხელსონი.