“ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მის ხმას” – კონგრესმენი უილსონი

“შეშფოთებული ვარ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების თაობაზე სანდო ბრალდებებით და იმ კარგად დასაბუთებული ძალისხმევით, რაც რუსეთმა საქართველოში ს [შედეგების] ცვლილებისთვის გასწია. მოვუწოდებ სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით გამოიძიოს გაყალბების ბრალდებები და თუ ის დაადგენს, რომ ასე მოხდა, ამის თაობაზე მკაფიო განცხადება გააკეთოს”, – აცხადებს ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, “ამერიკის ხმისთვის” მიწოდებულ განცხადებაში.
უილსონი წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ კანონპროექტ “მეგობარ აქტზეც” საუბრობს და განმარტავს, რომ მისი მიზანი საქართველოს ხალხის მხარდაჭერაა, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ბრძოლაში და მათი დასჯა, ვინც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას უწყობს ხელს. “ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მის ხმას”, – ამბობს კონგრესმენი.

მაისში, -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კომისიის სამ სხვა წევრთან ერთად – კონგრესმენეებთან, სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვესისთან ერთად, ორპარტიული საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც საქართველოში “ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას” შეეხება. კანონპროექტში საუბარია დემოკრატიული პრაქტიკის გაძლიერების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ავტორიტარული რეჟიმების გავლენასთან, განსაკუთრებით კი რუსულ გავლენასთან გამკლავებაზე. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა და ახლა ის პალატის სრული შემადგენლობის მიერ უნდა დამტკიცდეს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ამ მონაცემებით, ხმები ასე ნაწილდება
· “ქართული ოცნება” – 53,93%;
· “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,03%;
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,161%;
· “ძლიერი საქართველო” – 8,814%;
· “გახარია საქართველოსთვის” – 7,771%.
ს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.