ქართველი ხალხის გამარჯვება რუსულ რეჟიმზე – ასე აფასებენ სტაუტისის მიღებას ენმ-ის ლიდერები. საზეიმო ღონისძიება პარტიის ოფისში გაიმართა, სადაც შეკრებიმ მოქალაქეებს ლევან ხაბეიშვილმა, თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ მიმართეს.
ბოკუჩავას თქმით, ადამიანი, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა იყოს ქართველ ხალხთან ერთად, არის მიხეილ სააკაშვილი, “რომელმაც პირველმა აღმართ ევროკავშირის დროშა და მიხეილ სააკაშვილი აქ არის, მისი გული აქ არის, ის ქართველ ხალხთან ერთად არის და ის ამ გამარჯვებასთან ერთად არის”.
“ქართველი ხალხი ერთი ნულით დაწინაურდა “რუსულ ოცნებასთან” ბრძოლაში. ამ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. თინამ ახსენა და აუცილებლად მეც უნდა ვთქვა – ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა აღმართმა ევროკავშირის დროშა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მას ვუსურვოთ თავისუფლება, ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და აუცილებლად დავამარცხებთ იმ ხალხს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გვეუბნებოდნენ, რომ თურმე ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს, სადაც უნდა ეს სტატუსი იქ წაიღონ და თუ არ მოგვცემენ თავისთვის დაიტოვონ. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, ქართველი ხალხი იგებს ერთით ნულს და წინ დიდი გამარჯვებაა”, – თქვა ხაბეიშვილმა.