ქართველი ხალხის ნებამ თავისი სიტყვა თქვა – ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვლი და ამბობს, რომ “ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა”.
“დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა. საქართველოს ევროპულ ოჯახთან ხელახლა გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა!” – წერს .
კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე ევროკავშირის ელჩმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოში.
მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოს მიანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო სა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს