„ქართველი ხალხის აქტს“ 10 ახალი მხარდამჭერი ჰყავს აშშ-ის სენატში

აშშ-ის კონგრესში „ქართველი ხალხის აქტს“, ინიციატორების – ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის გარდა – კიდევ 10 სენატორი დაუჭერს მხარს.
ამის შესახებ ჯინ შაჰინმა განაცხადა.
ახალ მხარდამჭერებს შორის როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორები არიან. მხარდამჭერთა რიგშია სენატორი დენ სალივანიც, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] თავმჯდომარეა.
აქტის განხილვა ნოემბერში, სენატის მორიგი სესიის გახსნისას უნდა განახლდეს. ახალ მხარდამჭერთა შორის კი არიან:
· ტომ ტილისი
· მიტ რომნი
· ჯეფ მერკლი
· ჯონ კორნინი
· კრის მერფი
· დენ სალივანი
· ანგუს კინგი
· ტოდ იანგი
· შელდონ უაიტჰაუსი
· ჯორჯ ჰელმი
მათი და შაჰინი-რიშის გარდა, საჯაროდ აქტს მხარი დაუჭირეს ბენ კარდინმა, პიტ რიკეტსმა, კრის კუნსმა და ლინდზი გრემმა.
„ქართველი ხალხის აქტი“ ამერიკელი კანონმდებლების მიერ მომზადებული ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსული კანონის მიღების ხელშეწყობაზე, პასუხი აგონ.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა

შალვა პაპუაშვილი: ბევრი რამ მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის – ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის