„ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის – სენატორი ჯინ შაჰინი

იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა – გაკვირვებული, – ამის შესახებ დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თაობაზე წერს.
„ჩემი წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უგულებელყოფს ქართველი ხალხის უდიდეს სურვილებს”, – წერს სენატორი შაჰინი პლატფორმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი როგორც მედია ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“ – გივი მიქანაძე