ქართველი ხალხის აქტის კანონპროექტს 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა

საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების – ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ სენატში დარეგისტრირებულ “ქართველი ხალხის აქტს” მხარდამჭერები ემატებიან.
ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს ჯინ შაჰინის ოფისიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კანონპროექტს კიდევ 10 სენატორი უჭერს მხარს.
“მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგები სენატში იაზრებენ საქართველოში არსებული სიტუაციის გადაუდებლობას და დათანხმდნენ, რომ გახდნენ -ის სენატში რეგისტრირებული კანონის – ქართველი ხალხის აქტის თანამონაწილეები. ერთად ჩვენ ვგზავნით მკაფიო სიგნალს იმაზე, რომ არსებობს ჩვენი კანონმდებლობის ორპარტიული მხარდაჭერა და საქართველოსთან მიმართებით ჩვენი პოზიციის მხარდაჭერა, ასევე ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა რჩება უცვლელი იმის მიუხედავად, რომელი პარტია აკონტროლებს ვაშინგტონს”, – ამბობს ჯინ შაჰინი.

ასევე დაგაინტერესებთ