ლიკა კვარაცხელია და თიკა ფაცაცია იმ თაობის მოდელებს მიეკუთვნებიან, როცა მოდა და სილამაზის სამყარო ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს საქართველოში. ორივე წარმატებული ქალბატონია, როგორც კარიერული, ისე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით. თიკა და ლიკა დიდი ხნის მეგობრები არიან, ისინი ხშირად ჩნდებიან ერთად, მოგზაურობენ ოჯახებთან ერთად და ამის ამსახველ კადრებსაც უზიარებენ გულშემატკივრებს.
ამჯერად მათ ახალი ფოტოები რუსთავიდან გამოაქვეყნეს. გოგოებმა უამრავი თბილი სიტყვები დაიმსახურეს გამომწერების მხრიდან.
თიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია 1981 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა. 1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს, თიკამ ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკამ პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიერების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა.
2010 წლის 1-ელი თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“, მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და “ექიმების” წამყვანია. 2021 წლიდან არის “ნიჭიერის” ჟიურის წევრი.
თიკა ფაცაციას დიდი ოჯახი ჰყავს. მშობლები ეკრანებზე იშვიათად ჩნდებიან, თუმცა სპორტულ სამყაროში კარგად იცნობენ მის ძმას, ლევან ფაცაციას. ლევან ფაცაცია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრია, ამჟამად კი მწვრთნელობით არის დაკავებული.
რაც შეეხება თიკას მეუღლეს, დავით ანთელიძეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, იშვიათად იხილავთ თიკას ოჯახურ კადრებშიც. „ზუსტად ისეთი სიძე მყავს, როგორი თვისებების მამაკაციც მინდოდა თიკას გვერდით. ყველაფერში ძალიან ზომიერია – სასმელთან ურთიერთობა, ადამიანებთან ქცევა, მეტყველება, მანერები – ყველაფერში ძალიან კულტურული ბიჭია. ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. დღემდე მოკრძალებული ურთიერთობა გვაქვს, რადგან ჩემი შვილი ბედნიერია, მეც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი სიძით…“ – ამბობდა თიკა ფაცაციას დედა. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.
ლიკა კვარაცხელია მოდელი, ინფლუენსერი და ბიზნესლედია. მას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ლიკა არაჩვეულებრივად გამოიყურება – ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა.
ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ.
ლიკა ასაკის და მიუხედავად ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. ის კარგი კულინარია და ჯანსაღ და სწორ კვებას დიდ ყურადღებას აქცევს.
ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს და წერს, რომ მომავალმა ქმარმა მის შესახებ ყველაფერი გაზეთის ფურცლებიდან გაიგო. მოდელსა და ცნობილ ფეხბურთელ მურთაზ შელიას 25 წელია ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს სამი შვილი ჰყავს – ანა, ელენე და დათუნა. ანა შელია უკვე ორი შვილის დედაა, მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძეა. თავის დროზე Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ლიკა იხსენებდა, რომ 18 წლის უკვე ორი შვილის დედა იყო…
“როგორ გავიცანი ჩემი მეუღლე? – მკითხეს ერთ-ერთ ინტერვიუში. აქ მოვყვები. იყო ასეთი მაღაზია “ჩირაღდანი“, სადაც ოპტიკური სათვალეები იყიდებოდა. ერთ დღეს დედასთან ერთად შევისეირნე სათვალის შესაძენად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორტსმენიც დასეირნობდა, რომელმაც შემამჩნია და შორიდან მოვეწონე. თბილისში იშვიათად იყო, სანაკრებო პერიოდში ჩამოდიოდა ხოლმე. გაზეთების კითხვა უყვარდა, ახლაც უყვარს. მოკლედ, მეორე დილას გაზეთი “მერიდიანი“ რომ შეიძინა, გადაშალა, ჩემი დიდი ინტერვიუ შეხვდა (1995 წელი იყო ალბათ) სადაც დეტალურად ეწერა ვინ ვარ, რამდენი წლის ვარ, მგონი მისამართიც კი ეწერა. ცხადია, ძალიან მარტივად მიპოვა და გამეცნო.1997 წელს კი დავქორწინდით”.
