ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე “ჩერნომორეცში” იმყოფება

UA-Футбол-ის ცნობით, “ვიტ ჯორჯიას” 19 წლის ნახევარმცველი გიორგი რობაქიძე სინჯებზე ოდესის “ჩერნომორეცში” იმყოფება.
რობაქიძის შესახებ გადაწყვეტილებას გუნდის მწვრთნელი ალექსანდრე ბაბიჩი მიიღებს. “ჩერნომორეცი” 17 ტურის შემდეგ 12 ქულით უკრაინის პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მეთხუთმეტე ადგილზეა.
რობაქიძემ ეროვნული ლიგა 2-ის 40 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ადრე კი ფოთის “კოლხეთში” თამაშობდა. მას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 11 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში