მთავრობის ქმედებებს ფერმერები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და ამას მარშით გააპროტესტებენ.
ფერმერების მარში მოიცავს მშვიდობიან მსვლელობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან პარლამენტის მიმართულებით, სადაც ისინი შეუერთდებიან აქციების ძირითად ნაწილს.
“ერთად გავაპროტესტოთ არალეგიტიმური მთავრობის ანტიკონსტიტუციური ქმედებები.თავისუფლება ყველა უსამართლოდ დაკავებულ აქციის მონაწილეს. ვითხოვთ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. საქართველოს ადგილი ევროპაშია!”- წერია მარშის ორგანიზატორთა განცხადებაში.
მარის ორგანიზატორები არიან აგრობიზნესში ჩართული ადამიანები: ელისო ღვინიაშვილი, დემეტრე ერგემლიძე, ნოდარ ლატიბაშვილი, კობა დონაძე.
ცნობისთვის, 5 დღის წინ, ფეისბუქ ჯგუფში “დაიტოვე” დაიპოსტა მარშის მოწყობის იდეა, რომლის ქვემოთაც საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი კომენტარებიც დაიწერა. ზოგმა იუმორსაც მოუხმო, ზოგმა სრული სერიოზულობით სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემები და გამოწვევევი განიხილა. ზოგმა ევროპელი ფერმერების პროტესტის ფორმის გადმოღება უჩია მარშის მონაწილეებს.
ზოგ მათგანს, სქრინის სახით გთავაზობთ: