ქართველი პიანისტი დავით ხრიკული ფრედერიკ შოპენის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალშია

ქართველი პიანისტი დავით ხრიკული ფრედერიკ შოპენის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალშია. იგი დამოუკიდებელი საქართველის ისტორიაში პირველი პიანისტია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული კონკურსის ფინალში მოხვდა.
წლევანდელ შოპენის კონკურსში 642 პიანისტი იღებდა მონაწილეობას, ფინალში კი 11 მათგანი გადავიდა. ფინალი ვარშავის ეროვნულ ფილარმონიაში 18-20 ოქტომბერს შედგება.
შოპენის საერთაშორისო კონკურსი პირველად 1927 წელს ჩატარდა და 1955 წლიდან 5 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადახვა წლებში კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: მაურიციო პოლინი, მარტა არგერიხი, კრისტიან ციმერმანი…