ქართველი პარაფრენბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოლებენ

ქართველი პარაფრენბურთელები ევროპის მჯდომარე ფრენბურთის ჩემპიონატის ბ დივიზიის თამაშებზე გაემგზავრნენ. ჩემპიონატი თურქეთში ქალაქ ბურდურში ტარდება.
ჩემპიონატზე გასული პირველი სამი გუნდი შემდეგი წლის ა დივიზიონში გადავა და პირდაპირ 2025 წლის ევროპის მჯდომარე ფრენბურთის ჩემპიონატში მოხვდება. ამისათვის თურქეთის, ჩეხეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვას, ნიდერლანდებისა და საქართველოს წარმომადგენლები იბრძოლებენ.
ევროპის ჩემპიონატი ბუდაპეშტში ჩატარდება, იქამდე კი ქართველი მჯდომარე ფრენბურთელები პირველ თამაშს მასპინძელ თურქებთან 22 ნოემბერს გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას