ქართველი პარამოთხილამურე თემურ დადიანი ზამთრის პარალიმპიური თამაშებისთვის მზადებას განაგრძობს

1-2 თებერვალს, იტალიის ალპებში ვილე დი ფიემეში მიმდინარე მსოფლიო თასზე პარათხილამურებით სრიალში თემურ დადიანმა წარმატებით იასპარეზა. 1კმ. დისტანცია სპრინტში 2:36 წამში დაფარა, ხოლო 10 კმ-იანი დისტანციის დაფარვას 34:12 მოანდომა.
აღნიშნულ ტურნირზე დაგროვილი ქულები თემურ დადიანს ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე ლიცენზიისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
ზამთრის პარალიმპიადა 2026 წელს მილანსა და კორტინაში ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას