“ქართველი “პაგონებიანი” მაქცია”, პუტინის გეგმები და მილიონიანი გარიგებები – რას წერს ჩეხური მედია

ოლიგარქმა მიხეილ გუცერიევმა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, FBI-ს შესთავაზა ინფორმაცია პუტინის გეგმების შესახებ. ამაში მას ქართველი ანტიკორუფციონერი დაეხმარა
რუსმა ოლიგარქმა მიხაილ გუცერიევმა FBI-ს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ სა და ალექსანდრე ლუკაშენკოს გეგმების შესახებ ინფორმაცია შესთავაზა. ამის შესახებ ჩეხეთის პოლიციაში ორმაგი აგენტის საქმიდან გახდა ცნობილი,- წერენ ჩეხური გამოცემები.
გუცერიევი FBI-სა და ჩეხეთის დაზვერვის (GIBS) წარმომადგენლებს 2022 წელს ორჯერ შეხვდა. თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ ევროპას ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციები არა მოუხსნია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარიგება არ შედგა. შეხვედრის ორგანიზატორი,წარმოშობით ქართველი, ჩეხეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ელიტარული ქვედანაყოფის თანამშრომელი იყო, რომელმაც ჩეხეთის რესპუბლიკაში რვა წლის წინ დაიწყო მსახურება.
პოლიციელი, რომლის სახელიც რედაქციამ იცის (გამოცემა მხოლოდ ინიციალებს ასახელებს – ლ. გ.), ს დროს საქართველოში კორუფციას ებრძოდა. სააკაშვილის ოპონენტების, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ანტიკორუფციონერი მებრძოლი ჩეხეთში გაემგზავრა, სადაც პოლიციას შეუერთდა.
ძალიან სწრაფად, რიგითი პოლიციელიდან, ის გადაიქცა რუსულენოვანი ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტად, რომელსაც არა მხოლოდ ჩეხეთის, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებიც მიმართავდნენ. მაგალითად, პუბლიკაცია საუბრობს ეპიზოდზე, რომელშიც ავსტრიის დაზვერვის სამსახურმა ჩეხ კოლეგებს სთხოვა გაერკვია, ვინ მართავს ავსტრიულ სასტუმროს, რომელიც ასოცირდება რუს ოლიგარქთან და პუტინის მეგობართან, ბორის როტენბერგთან და წარმოადგენს თუა არა ის იმ აქტივს, რომელიც ასოცირდება „ბინძურ“ რუსულ ფულთან.
აღნიშნული სასტუმრო რეგისტრირებულია ავსტრიულ კომპანიაში, რომელსაც ოფიციალურად მართავს გიორგი ორჯონიკიძე და მისი ვაჟი. ავსტრიის სპეც სამსახურებს აინტერესებდათ სად ჰქონდა ბიზნესმენს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰქონდა თუ არა კრიმინალური წარსული და კავშირი ს სპეცსამსახურებთან.
საქმეში მალევე ჩაერთო ორჯონიკიძის ნაცნობი ლ.გ. აუდიტის ინფორმაციით, პოლიციელი არაერთხელ შეხვდა თავის ქართველ თანამემამულეებს, დაარწმუნა ისინი ერთგულებასა და მეგობრობაში.
გარდა ამისა, ჩეხეთის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ლ. გ. მონაცემთა ბაზაში ეძებდა ორჯონიკიძესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მისი ე.წ. საეჭვო ოპერაციების შესახებ 2023 წლის ავგვისტო-ოქტომბერის პერიოდში. ამასთან, გამომძიებლების თქმით, მან ორჯონიკიძეს განუცხადა, რომ ავსტრიის დაზვერვის სამსახურები ძალიან დაინტერესდნენ მისი ოჯახით,
ახლა კი პოლიცია, რომელიც იძიებს ქართველი „ფორმიანი მაქციის“ საქმეს, არკვევს, გადაუხადა თუ არა მას ფული ბიზნესმენმა მიხაილ გუცერიევმა ჩეხეთისა და ამერიკის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზებისთვის. ჩხრეკისას მის ბინაში 1,5 მილიონ ევროზე მეტი, ძვირადღირებული კოსტუმები და საათები აღმოაჩინეს.
მიხეილ გუცერიევი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა 2021 წლის ბელორუსის საპროტესტო აქციების შემდეგ. მისი Mozyr და Afipsky ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ვაჭრობდნენ ბელორუსის ნავთობით და შემოსავლის ნაწილი ხმარდებოდა ალექსანდრე ლუკაშენკოს ოჯახს. მანამდე გუცერიევი ფლობდა რუსულ კომპანია Russneft-ს. გუცერიევი უმდიდრესი რუსების მესამე ათეულშია, ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, რომლის ქონება 3,5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
(თარგმანი – გამოცემა თაიმერი)

ასევე დაგაინტერესებთ