ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

უზბეკეთი კანოეში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს.
ჩვენმა ტიტულოსანმა სპორტსმენმა და საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ზაზა ნადირაძემ ერთადგილიანი კანოეთი C1 200-მეტრიანი დისტანცია 39,180 წამში დაფარა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.