დღეს, საღამოს 21 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საქველმოქმედო მარათონი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსები მიიღებენ.
მუსიკოსები ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე, უსამართლოდ დაჯარიმებული მოქალაქეების დასახმარებლად ერთიანდებიან.
აქცია-კონცერტზე იმღერებენ:
· გიორგი უშიკიშვილი & ბექა გოჩიაშვილი;
· შოთა საგანელიძე;
· Moku Moku;
· წერილი;
· Kordz;
· Mechanical Rainbow;
· ლექს სენი & თიკო;
· ნატალია ნაყოფია;
· Bedford Falls;
· Circus Mircus;
· The Window;
· Quemmekh;
· არა;
· ყველა;
· Creams;
· ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი;
· ბექა გოჩიაშვილი & თემურიკო დიასამიძე;
· ფანიკო;
· ავარა;
· თამადა;
· მერაბ სეფაშვილი;
· ლელა წურწუმია;
· რობი კუხიანიძე;
· დაგდაგანი;
· Loudspeakers;
· გამოუვალი მდგომარეობა;
· Process.
უკვე მოქმედებს ანგარიშის ნომრები, სადაც მსურველებს ნებისმიერი ოდენობის თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:
TBC
For GEL: #GE41TB7249036080100001
For USD/EUR: #GE85TB7249036180100001
BOG
#GE90BG0000000595714311
Recipient: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI
Description: Donation
PayPal: [email protected]
ცნობისთვის, გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებებით, მოსამართლეები პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ანტირუსული აქციების მონაწილეებს კოლოსალური რაოდენობის თანხებით აჯარიმებენ.
გარდა ამისა დღეს, 2 ივნისს 18 საათზე დაანონსებულია მარში დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით სახელწოდებით – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
მსვლელობა ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოეწყობა.
„არა რუსულ რეჟიმს“ – ამ სახელწოდების აქცია-კონცერტი გაიმართება ქუთაისშიც. „დაფიონის“ ორგანიზებით, 19:00 საათიდან ცენტრალურ მოედანზე ქართველი მუსიკოსები, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, მკაფიოდ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას მათივე საბრძოლო იარაღით – მუსიკით.
მონაწილეები:
Outsider
SKAZZ
ბაჩო ჯიქიძე
Will Kolak
Stress
See Me
გერჩი
Luie