ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე

ოქტომბერსა და ნოემბერში ქართველი მსაჯები ევროპაში გაემგზავრებიან და ტესტ-მატჩებსა თუ სხვა ტურნირების შეხვედრებს განსჯიან.
საერთაშორისო არენაზე ქართველ მსაჯებს პირველად 18 ოქტომბერს ვიხილავთ. რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე ტურში ნიდერლანდური ‘დელტა’ ესპანურ ‘იბერიანსს’ ამსტერდამში მასპინძლობს. ამ თამი მოედნის მსაჯი საბა მახარაძე იქნება. კიდეებიდან მას იოსებ ჯაფარიძე და შოთი ცაგარეიშვილი დაეხმარებიან.
ამავე ტურნირის მესამე ტურში, 24 ოქტომბერს ‘იბერიანსი’ რუმინულ ‘ვულვზს’ მურსიაში დაუხვდება. აქ მოედნის მსაჯი საბა აბულაშვილია, რომელსაც კიდეებიდან საბა მახარაძე და მარიამ გოგუაძე დაეხმარებიან.
1 ნოემბერს რაგბი ევროპის ალაფაზე შვედეთისა და ლიეტუვას შეხვედრას პაპუნა ჭიქაბერიძე განსჯის. მისი პირველი ასისტენტი შოთი ცაგარეიშვილი იქნება.
ნოემბერის ტესტებზე ოთხ თამაშში იქნება წარმოდგენილი ნიკა ამაშუკელი. 1 ნოემბერს ინგლისი ავსტრალიას „თვიქენჰემზე“ მიიღებს და მოედნის მსაჯი ამაშუკელი იქნება, რომლისთვისაც ეს შეხვედრა 32-ე სანაკრებო მატჩი იქნება რეფერის რანგში. მომდევნო სამ შეხვედრაში ნიკა მოედის მსაჯის პირველი ასისტენტი იქნება: 8 ნოემბერს საფრანგეთი – სამხრეთ აფრიკა; 15 ნოემბერს საფრანგეთი – ფიჯი; 23 ნოემბერს ინგლისი – არგენტინა.
სუპერ თასის შემდეგ ტესტ-მატჩებში გადაინაცვლებს საბა აბულაშვილი და 15 ნოემბერს რუმინეთისა და აშშ-ს მატჩში, ხოლო 22 ნოემბერს პორტუგალია კანადას შეხვედრაში მოედნის მსაჯის პირველი ასისტენტი იქნება.
ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში
10 მსაჯით ევროპაში
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით
ნიკა ამაშუკელი: უკვე აღარ მიკვირს ასეთ დიდ თამაშებზე დანიშვნა
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
ჩელენჯ თასი | ნიკა ამაშუკელი ნახევარფინალში იმსაჯებს
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
უკვე მეორედ – ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს