ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

9 სექტემბერს, ფიფას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სომხეთის ნაკრები ირლანდიას უმასპინძლებს.
აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება, რომელსაც დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება. შეხვედრა ერევანში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შეხვედრაა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელზეც ქართველი მსაჯები იმუშავებენ. 4 სექტემბერს, ლიეტუვისა და მალტის მატჩი გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა.
GFF.GE
· მიდით მიაწექით მსაჯებო იმედია სომხეთი მოიგებს
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
უეფამ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთი მატჩის განსჯა ქართველებს დაავალა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე
ქართველი მსაჯები კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე
ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩს განსჯის