ქართველი მსაჯები და კომისარი ქალთა ევროპის თასის მატჩებზე

ფიბა-ევროპამ მიმდინარე წლის მსაჯების ერთ-ერთი ბოლო დანიშვნები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს 3 წარმომადგენელი ფიგურირებს. იშვიათად ხდება, რომ ყველა ჩვენებური ერთი და იგივე ტურნირს ემსახურებიან და ასეა ახლა. არბიტრები – მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური, ასევე კომისარი მერაბ რატიშვილი ქალთა ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალის საპასუხო მატჩებზე იმუშავებენ.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში, თუმცა სხვადასხვა დღეებში იმუშავებენ ვართანოვი და რატიშვილი. პირველი 19 დეკემბერს “ბეშიქთაშისა” და პოლონური “გორჟუვის” მატჩს იმსაჯებს, რატიშვილი კი წინა დღეს “გალათასარაისა” და სერბული “ცრვენა ზვეზდას” შეხვედრაში იკომისრებს.
რაც შეეხება კირილე თვაურს, იგი ქალთა
ევროპის თასის მატჩს ლიეტუვურ ქალაქ პალანგაში მოემსახურება. იგი “ნეპტუნას-ამბერტონისა” და ფრანგული “მონპელიეს” მატჩს იმსაჯებს.
მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
19 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი)
ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი) – გორჟუვი (პოლონეთი)
კირილე თვაური (მსაჯი)
18 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. პალანგა (ლიეტუვა)
ნეპტუნას-ამბერტონი (პალანგა, ლიეტუვა) – მონპელიე (საფრანგეთი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
18 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი)
გალათასარაი (სტამბოლი, თურქეთი) – ცრვენა ზვეზდა (ბელგრადი, სერბეთი)
GBF.GE