ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე

უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს პოლონურ “ლეგიასა” და ბერძნულ “პაოკ”-ს შორის ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. შეხვედრის მთავარი არბიტრი ალეკო აფციაურია, მას ასისტენტობას დავით ჩიგოგიძე და ბორის ჟვანია გაუწევენ. მატჩი 25 ნოემბერს, პოლონეთში გაიმართება და თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს განსჯიან თეონა სტურუა და ელენე ელოშვილი. ქართველი მსაჯები B6 ჯგუფის სამ შეხვედრას მოემსახურებიან. ჯგუფში მასპინძელი მალტა, , ლატვია და ყაზახეთი ასპარეზობენ. ტურნირი 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
27 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის მატჩზე იმუშავებს სფფ-ის მსაჯთა განყოფილების უფროსის მოადგილე ლევან ფანიაშვილი, რომელიც თელ-ავივის “მაკაბისა” და “ლიონის” შეხვედრაზე მსაჯთა დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. მატჩი სერბეთში, ბაჩკა ტოპოლაში გაიმართება.
GFF.GE
98:1. გასაოცარი ამბავი სომხეთში – “ერევანის” შედეგი გინესის წიგნში არ შეიტანეს
PRO & CONTRA:
ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე
თეონა სტურუა ფიფას საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა
ქართველი მსაჯები 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე
დებიუტი ევროთასებზე – ირაკლი კვირიკაშვილი მთავარი არბიტრის როლში
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩს განსჯის