ქართველი მოჭიდავეები გამოვიდნენ ტურნირზე, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი “დამოუკიდებელ ქვეყნებად” მონაწილეობდნენ

ვლადიკავკაზში 1-2 ოქტომბერს გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობაში, რომელშიც ქართველი სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობდნენ მოჭიდავეები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ოღონდ როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები.
“ძმებ ხადარცევების” სახელობის ტურნირი ს ჭიდაობის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში სხვებთან ერთად, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები მონაწილეობდნენ ოკუპირებული , ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ასევე სპორტსმენი ანექსირებული დან.
რუსეთი ფედერაციის თანახმად, ტურნირში 20 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთო: აფხაზეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, საქართველო, იტალია, ყაზახეთი, , მოლდოვა, მონღოლეთი, რუმინეთი, სერბეთი, , ტაჯიკეთი, უზბეკეთი, სამხრეთ ოსეთი.
საქართველოდან ტურნირში მონაწილეობას რამდენიმე სპორტსმენი იღებდა და ყველა მათგანი უმედლოდ დარჩა. სპორტსმენებს შორის იყო, 20 წლამდელთა ნაკრების წევრი ნიკოლოზ ბეშიძე.
როგორც საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში აცხადებენ, ისინი ამ პროცესში ჩართული არ ყოფილან და სპორტსმენებმა მონაწილეობის გადაწყვეტილება თავად მიიღეს. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს გახდეს მისი ნაკრებიდან მოკვეთის საფუძველი, პრესსამსახურში გვიპასუხეს:
“ბეშიძემ ნაკრებში რომ იჭიდავა, ახლა ის თავის რაიონშია, თბილისელი არ არის. ვერავინ გააკონტროლებს იმას, სად მიდის, რას აკეთებს, რადგან ნაკრებს შეკრება არ აქვს, არაფრისთვის ემზადება, სეზონი დამთავრებულია. ამ საკითხზე იმსჯელებს სადისციპლინო კომიტეტი. წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ არაფერია გამორიცხული.”