ქართველი მონიკა ბელუჩი – თეა დარჩიას შთამბეჭდავი ფოტოსესია განსხვავებული იმიჯით – Marao

უკვე არაერთი წელია, რაც თეა დარჩიას სახელი “სუხიშვილებს” უკავშირდება. მან სცენაზე 30 წელზე მეტი გაატარა და, მიუხედავად დიდი ოჯახისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ანსამბლის წამყვანი სოლისტის პოზიციიდან თეა დარჩიამ ბოლო წლებში პედაგოგის ამპლუაში გადაინაცვლა, გახსნა საკუთარი სტუდია და ახლა მსურველებს ამ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს.
“წესრიგი მნიშვნელოვანია და მას სიმკაცრით მიაღწევს თუ სიყვარულით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, არ დაჩაგრო ბავშვი და არ უნდა შეულახო ღირსება. შენიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან შენიშვნის გარეშე ადამიანი ვერ იზრდება. ვთვლი, რომ ცეკვა ქალისა და კაცის ხასიათის გამოხატულებაა. სანამ რამე ცოცხალია, ადამიანიდან დაწყებული, ბალახით დამთავრებული, უნდა განიცდიდეს ყოველდღიურ ტრანსფორმაციას. რაც აჩერებს განვითარებას და ძიებას, ის კვდება” – ამბობდა თეა დარჩია.
ამჯერად თეა ცნობილი ბრენდის ქრონოგრაფის კამპანიაში გამოჩნდა. მან განსხვავებული იმიჯი და სტილი მოირგო, შთამბეჭდავმა ფოტოებმა კი უამრავი მოწონება დაიმსახურა. ახალი ვარცხნილობით თეა არაერთ ცნობილ სახეს, მათ შორის, მონიკა ბელუჩისაც შეადარეს.
თეა დარჩია გუჯა მათიაშვილზეა დაქორწინებული. მათ ოთხი შვილი: მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი ჰყავთ. მარიამმა დედის გზა აირჩია და თავადაც “სუხიშვილების” მოცეკვავეა. მან გასულ წელს დავით თოფურიაზე იქორწინა, ახლა კი პირველი შვილის მოლოდინშია. მირიანიც დაქორწინებულია. მისი რჩეული უმშვენიერესი ელენე ბარამიძეა. რაც შეეხება იოანას, ის დედის სტუდიაში “თედასში” ცეკვავას და თავადაც მოცეკვავეობა სურს. უმცროსი, გაბრიელი, ჯერ სკოლის მოსწავლეა.

ასევე დაგაინტერესებთ