“ქართველი მომღერლები არიან წურბელებივით მიმსხდარები ბიუჯეტზე” – ჯანგავაძე

ქართველი მომღერლები არიან წურბელებივით მიმსხდარები ბიუჯეტზე და იმის მაგივრად განვითარდნენ, რაღაც ღირებული შექმნან და ფული იშოვონ, ყოველ წელს წუწუნებენ სადღაც კონცერტზე არ მიწვევის გამო.
რომელი ქართული ჯგუფი გინახავთ, რომელსაც ჩემი თაობა უსმენს, სახაალწლო კონცენტერზე მღეროდეს? არცერთი. ყიდის ეს ხალხი საკუთარ ნიჭს. იწვევენ კერძო ღონისძიებებზე, აკეთებენ ხარისხიან მუსიკას და მაგათი წუწუნი არასდროს გამიგია, განსხვავებით ამ ბაზარზე 30 წლის განმავლობაში მყოფი მომღერლებისგან. პარაზიტები არიან და სულ ასე იქნება, სანამ წინასაარჩენოდ ვინმეს მათი გამოყენება დასჭირდება. როცა ეს შეიცვლება, შემდეგ იძულებულები იქნებიან თამასა აწიონ, ან რესტრონებში სიმღერა იკადრონ.
პ.ს ასევე, “ნაცების საყვარელი” მომღერლები ახლა რომ შავ სიებზე წუწუნებთ, სასაცილოა. მაშინაც არანაკლებ ცუდ დღეში იყვნენ თქვენი კოლეგები, როცა ყველა საშუალება შეზღუდული ჰქონდათ მაგრამ ამათი მხარდასაჭერი სიტყვით არავინ გამოსულა (სოფო ნიჟარაძეს ეხება ეს განსაკუთრებით, რაც მის “წარმატებაში” ბიუჯეტიდან ფული დაიხარჯა, მაგდენი არავისთვის დახარჯულა).

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია