ქართველი მილიონერი მამების შვილები, მემკვიდრეები უმდიდრესი ოჯახებიდან

მათ მიმართ ყოველთვის არის ინტერესი. ადამიანები აკვირდებიან იმას, თუ როგორ გარემოში ცხოვრობენ, რა სიახლეა მათ ცხოვრებაში, როგორ იცვამენ და რა დამოკიდებულება აქვთ გარშემომყოფებთან.

დიახ, ეს გასაკვირი არც არის. ჩვენ ხომ შეძლებულ მამებზე და მათ შვილებზე ვსაუბრობთ.

საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი სულაც არაა. წარმოგიდგენთ, ქართველ მემკვიდრეებს, რომელთა მიმართაც ინტერესს ყოველთვის იჩენენ.

კოტე გოგელიას და მაკა ასათიანის ვაჟი, კონსტანტინე გოგელია

გავრცელებული ინფორმაციით, კოტე გოგელია ნავთობის და გაზის ბიზნესში იყო ჩართული. მისი ქონების მთავარი მემკვიდრე სწორედ პატარა კონსტანტინეა.

მაკა ასათიანი ბიჭის ფოტოებს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს და გამომწერებიც კონსტანტინეს მიმართ თბილ შეფასებებს არ იშურებენ.

როგორც იცით, კონსტატინე მაკას უმცროსი ვაჟია და ხშირად ჩანს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც მისი დიზაინერი დედიკოა.

კონსტანტინე კრივითაა გატაცებული და ეს მისი საყვარელი საქმიანობაა.

ნაყოფიების ოჯახი

როდესაც შეძლებულ ქართველ მემკვიდრეებზე ვსაუბრობთ, ს ვაჟი- ნიკოლოზ ნაყოფიაც უნდა გავიხსენოთ.

არაოფიციალური მონაცემებით, კობა ნაყოფიას ქონება წლების წინ, დაახლოებით 800 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

მისი მემკვიდრე- ნიკოლოზი ამჟამად ქორწინებაში იმყოფება და მისი მეუღლე, მშვენიერი ნანუკა გოგიჩაიშვილია.

წყვილი სოციალურ ქსელში არც ისე აქტიურია, თუმცა პერიოდულად რომანტიკულ ფოტოებს მაინც გვიზიარებენ.

და მისი ვაჟები

სამაგალითო მამა, რომლის მემკვიდრეები მისი ბიჭები- ლევანი, კახი, ვაჩე და ნიკოლა კალაძეები არიან.  მათ შორის ყველაზე უფროსი- ლევანია.

კახა კალაძის დაფუძნებული გახლავთ ჰოლდინგი „კალა კაპიტალი” და „კალა ფონდი”. მის სრულ ქონებაზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, ფაქტია, რომ ის საქართველოში ერთ-ერთ შეძლებულ პიროვნებად ითვლება, რომელიც ცნობადია.

 

პაატა კურტანიძის შვილები

სიის ბოლოში- „ავერსის“ დამფუძნებელი, მრავალშვილიანი მამა- პაატა კურტანიძეა, რომელმაც თავის დროზე 50 უმდიდრეს ქართველ შორის 26-ე ადგილი მოიპოვა.  მას საქართველოს მასშტაბით უამრავი ფილიალი აქვს და საკმაოდ შეძლებული ადამიანია.

წყარო: marao.ge

ასევე დაგაინტერესებთ